English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ რამაზ აბესაძე
ეკონომიკური განვითარების ფუძემდებლური ფაქტორები

ანოტაცია.ნაშრომში განხილულია ეკონომიკური განვითარების ისეთი ფუძემდებლური ფაქტორები, როგორიცაა: მეწარმეობა, ბუნებრივ-რესურსული პოტენციალი, მეცნიერება ტექნოლოგიები, ინოვაციები და სხვ. მასში ნაჩვენებია, რომ ამ ფაქტორთა სწორი შეხამება განხორციელდება მაშინ, როდესაც მთავრობა შეასრულებს ეკონომიკის “მესაჭის” როლს. 

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური განვითარება, განათლება და მეცნიერება, გამოგონება, ფიზიკური და ადამიანისეული კაპიტალი, ბუნებრივი რესურსები. 

შესავალი 

ეკონომიკური განვითარება არის ეკონომიკის თვისებრივად ახალ, უფრო სრულყოფილ მდგომარეობაში გადასვლის პროცესი. ეკონომიკური ზრდისაგან განსხვავებით, იგი დაკავშირებულია პროგრესულ თვისებრივ ცვლილებებთან ეკონომიკაში, ეკონომიკური ზრდა კი მხოლოდ რაოდენობრივ ცვლილებებთან ზრდის მიმართულებით. კაცობრობის არსებობის უდიდესი პერიოდის განმავლობაში ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლების ერთადერთი წყარო ეკონომიკური ზრდა იყო, ვინაიდან თვისებრივი ცვლილებები ეკონომიკაში ძლიერ ნელი ტემპებით მიმდინარეობდა. თუმცა, ყოველი ახალი ეტაპი სწორედ ეკონომიკური განვითარებით მიიღწეოდა. დღეისათვის კი კი ძირითადად ეკონომიკური განვითარება განსაზღვრავს ადამიანთა კეთილდღეობის, მათი კომფორტის ამაღლებას, თვით ეკონომიკური ზრდას. ვერავითარი ეკონომიკური ზრდა ვერ შეცვლის თვისებრივად ახალი ტექნოლოგიების (და ამის საფუძველზე მიღებული პროდუქციის)  გამოყენებით მიღებულ შედეგს. ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლება შესაძლებელია ეკონომიკის თვით ნულოვანი ზრდის, უფრო მეტიც, ეკონომიკური დაქვეითების პირობებშიც კი. Aამის ნათელი მაგალითია პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია, როდესაც დაქვეითების პირობებში თანდათან იზრდებოდა ადამიანთა კომფორტი (შემოდიოდა მობილური ტელეფონები, კომპიუტერი, ინტერნეტი, მომსახურების ახალი ფორმები, არაერთი დასახელების ახალი პროდუქცია და სხვ.), ამასთან, გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწიეს იმ ქვეყნებმა, რომელთაც შეძლეს თავიდანვე პროგრესული თვისებრივი ცვლილებების დაწყება, ეკონომიკის ინოვაციური განვითარების რელსებზე გადასვლა. იმ ქვეყნებმა კი, რომლებმაც ასეთი ცვლილებები ვერ განახორციელეს, მნიშვნელოვან წარმატებებს ვერ მიაღწიეს.

ამდენად, თანამედროვე ეტაპზე ადამიანთა კეთილდღეობის ზრდა უდიდესწილად დამოკიდებულია ქვეყნის ინოვაციურ განვითარებაზე ანუ ეკონომიკურ განვითარებაზე. ეკონომიკურ განვითარებას კი განაპირობებს მასზე მოქმედი ფაქტორები და ამ ფაქტორთა  სწორი, სინერგიული ურთიერთშეხამება. 

განათლება და მეცნიერება 

განათლებაეკონომიკის ინოვაციური განვითარების ჯაჭვში სამუშაო გა­ნა­თლებას უდიდესი მნიშვნელო­ბა ენიჭება, ვი­ნ­ა­­­იდან თი­თო­ეულ ამ რგოლს მაღალ­განვი­თა­რე­ბული მუ­­შაკები (მეცნიერები, გამომგონებ­ლე­ბი, მე­წარმეები,სამუშაო ძალა) ესა­ჭიროება. განა­თ­ლე­ბა ეკონომი­­კაზე გავ­ლენას ახდ­ენს, როგორც მეცნიერების გან­ვითარების წინაპირობა და მწარ­მოებლუ­რობის ამა­ღ­ლე­ბის უმთავრესი სა­შუალება. გა­ნათ­ლება ასევე ზემოქმედებს მომხმა­რე­ბე­ლზეც, ზრდის რა მათ გე­მოვ­­ნებასა და მოთხ­ოვნი­ლე­ბებს, რაც, თავის მხრივ, სრულყოფს და აფარ­თოებს ბაზარს.

განათლება, როგორც ეკონომიკური კატეგო­რია, არის მომსახურების დარ­გი, სადაც ხდება  ადა­მიანი­სეული კაპიტალის სრულყოფა. განათლე­ბაზე გა­­წე­­უ­ლი ხარჯები განიხილება, როგორც ამ კაპი­ტალის შექმნაზე გაწეული ინვესტი­ცი­ები. განათ­ლე­ბა ასევე შეიძლება დავახასიათოთ, როგორც პრო­ცესი, რომლის დრო­საც პიროვნება, უპირველეს ყოვ­ლისა, იძენს ცოდნას და მასთან ერთად სრულყოფს თავის ადამიანი­სეულ მახასიათებლებს (კვალიფიკაცია, უნარ-ჩვე­ვე­ბი, კულტურა, ეთიკა, ესთეტიკა, მსოფლ­მხედვე­ლობა, სულიერება და ა.შ.).

განათლება ქმნის განსაკუთრე­ბუ­ლი სახის პროდუქტს, რომელიც იწარმოება განათლების პროცესში რო­გორც მას­წავლებლების (პროფესორების), ისე მოსწავლეთა (სტუ­დენ­ტების) მიერ და მოიხმარება მა­თი ადამიანისეული კაპიტალის სრულ­ყო­ფი­სა­თ­ვის.

საგანმანათლებლო დაწესებულება გამოდის რო­­გ­ორც განსაკუთრებული სახის საწარმო, სადაც შრომობს როგორც მწარმოებელი (მასწავლებელი), ისე მომხმარებელი (მოსწავლე), ქვეყნის ადამია­ნი­სეული კაპიტალის გადიდების მიზ­ნით. დანახარჯებს ამ კაპიტალის შესაქმნელად იღებს ან თვით მომ­ხ­მარებელი, ან საზოგადოება. განათლების მიღება არასდროს არის უფასო.

ძირითად მოთხოვნას განათლების დარგს ეკო­ნომიკა უყენებს. ამდენად, იგი ეკონომიკის განვი­თარების საჭიროებებს უნდა პასუხობდეს. ეკო­ნო­მიკური გან­­ვითარებისათვის განათლებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ის ვითარდებოდა ეკონომიკის სრულყოფასთან ერთად. თუ საუკუ­ნე­ებ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში (ტრადიციული ეკონომიკის პირ­ო­­­ბ­ე­ბში) კვალიფიციური სამუშაო ძალის მომ­ზა­დება არ ხდებოდა საზოგადოებრივად ორგანი­ზე­ბული გზით, თანა­მედ­რო­ვე პირობებში, ეკონომიკის მაღალი ტექ­ნი­კურ-ორგანიზაციული დონის მოთხოვ­ნე­ბ­იდან გა­მომდინარე, საკმაოდ რთული განათლების სისტემა ჩა­­მოყალიბდა. ამას­­თან, უაღრესად დიდი მნიშვნელ­ო­ბის გამო, მისი განვითარების მხოლოდ საბაზრო ძა­ლებისად­მი მინდობა დაუშვებელია. აუცილებელია სა­განმანათლებლო სის­ტე­მის სახელ­მწი­ფო ორგანი­ზა­ცია, ბუნებრივია, საბაზრო ურთი­ერთობათა გამო­ყენებით.

განათლების საკითხებისადმი ზერელე მიდ­გო­მამ შესაძლებელია გაგვა­კეთებინოს მცდარი დასკვ­ნა, რომ თითქოს ეკონომიკის განვითარების ძირი­თადი ფაქტორი განათლების რაოდენობრივი ზრდაა, რაც უფრო მეტი იქნება უმა­ღ­ლეს­დამთავრებულთა რიცხვი, მით უფრო დაჩქარდება ეკონომიკური გან­ვითარე­ბის პროცესი. თავის დროზე, განვითარებული ქვეყნების უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება მთელი მოსახლეობის განათლების დონის ამაღ­ლე­ბის შესა­ხებ. ამ პროგრამაზე მილიარდობით დოლა­რი დაიხარჯა, მაგრამ ათეული წლე­ბ­ის გასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას შესაბამისი შედეგი არ მოჰყოლია. აზ­ი­ის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

განათლების ეკონომიკის ამოცანა არის სწო­რედ იმის განსაზღვრა, თუ რა რაო­დენობის სახს­რები უნდა გამოყოს ქვეყანამ განათლებისათვის და რამ­დენად ეფექტიანად იხარჯება იგი შესაბამისი მაღალკვალიფიციური კადრების მოსა­მ­ზა­დებლად.

განათლების ეფექტიანობის შეფასების არაერთი თეორია Bარსებობს [Becker... 1964;Capital formation…1960; Schults…1963], რომელთა გათვალისწინება, რასაკვირველია, სასარგებლოა, მა­გ­რამ მათი სიზუსტე ძალზე მიახლოებითია, თვით ამო­ცანის სირთულის გამო. ჩვენ, ამა­სთან დაკავში­რებით, მთლიანად ვემხრობით ა. მარშალის მოსაზ­რებას, რომ საზოგადოებრივი და კერძო დანახარ­ჯები განათლებაზე არ შეიძლება გაიზო­მოს მისგან პირდაპირ მიღებული ნაყოფის მიხედვით. იგი არის ხან­გრ­ძლი­ვ­მოქ­მედი საინვესტიციო რესურსი, რომე­ლიც შესაძლებლობას აძლევს ხალხის მასებს, მიი­ღოს სარგებელი. ერთი ინდუსტრიული გენიის ეკო­ნომიკური ღირებულება საკმარისია იმისათვის, რომ დაიფაროს განათ­ლე­ბა­ზე მთელი ქალაქის ხარჯები. უმაღლეს განათლებაზე წლების განმავლობაში გა­წ­ეული დანახარჯები კარ­გ­ად იქნება ანაზღაუ­რე­ბული მაშინ, როდესაც გამოვლინდება კიდევ ერთი ნიუტ­ონი ან დარვინი, ან შექსპირი [Маршалл 1983].

განათლების ეფექტიანობის შეფასების ყველა­ზე დიდი კრიტერიუმი უნდა იყოს ცოდნა _ განათ­ლე­­­­ბამიღებულ პიროვნებას სამუშაოს შოვნაში ხელს არ უნდა უშლიდეს შესაბამისი ცოდნის უქონლობა. განათლების შეფასების ერთ-ერთი უმ­­­თა­­ვ­რესი კრიტერიუმი უნ­და იყოს შრომის ანა­ზ­ღაურება. უფრო მაღალი კვალიფიკა­ცი­ის მქონე მუ­შა­კს მეტი შემოსავალი უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ირღვევა განათ­ლებ­ის ეკო­ნო­­მიკური არ­­სი. რიგ შემთხვევაში ჩნდება მიდრე­კი­ლება დიპ­ლო­მე­ბზე გამო­­დევნებისა და არა რეალური ცოდნის მიღებისა. ასეთი მდგომარეობა დამა­ხასიათე­ბელია არა­სრულყოფილი საბაზრო მექანიზმის არსე­ბო­ბის პირო­ბებში და იგი აღმოიფხვრება საბაზრო ურთი­ე­რ­თობათა სრულყოფის შესაბა­მი­სად.

როგორც ყველა სახეობის ინვესტიცია, ინ­ვესტიცია ადამიანისეულ კაპიტალშიც დაკავშირებუ­ლია რისკთან, რასაც განაპირობებს ინოვაციები ეკო­­ნომიკაში. ამდენად, განათ­ლე­ბის სისტემისადმი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა მა­ქსი­მა­ლუ­რად შეუსაბამოს სპეციალობები და პრო­გ­რა­მები ეკონომიკის არსე­ბულ და პერ­სპექ­ტიულ მოთ­ხოვნებს. ეს კი დაკავშირებულია მიმდინარე და სტრა­ტე­გი­ული და­გეგმვის კარგ ორგანიზაციასთან. მა­შა­სადამე, თანა­მედროვე განათლე­ბ­ის პრო­ცესი მე­ტად დინამიურია ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილე­ბე­ბის შესა­ბამისად.

ამდენად, განათლებაზე მოთხოვნის უმთავრესი ფაქტორი უნდა გახდეს უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახურის მიღების სტიმული და არა უმაღლესი განათლების მიღების პრესტიჟულობა.

მეცნიერებაროგორც აღინიშნა, განათლება არის მეცნიერების გან­ვითარების წინაპირობა, მაგრამ ისინი მაინც ძლიერ განსხვავებული კატეგორიებია. მართალია, განათლება მეცნიერს აძლევს ცოდნას, მაგრამ ის ვერ ქმნის ახალ ცოდნას, რომელიც განაპირობებს ეკონომიკის ინოვაციურ განვითარებას. Aახალ ცოდნას ქმნის მეცნიერება, რაც პროგრესის საფუძველთა საფუძველია ადამიანთა საქმიანობის ყველა სფეროში, თვითგანათლებაში. ამდენად ეკონომიკური განვითარების პრობლემების გადაჭრის დაჩქარებაში პრიორიტეტი მეცნიერებას უნდა მიენიჭოს, ამ პროცესში განათლების დიდი როლის აღიარებასთან ერთად.

ინოვაციების საფუ­ძ­ველს წარ­მოა­დგენს აღმო­ჩენე­ბი, უპირველეს ყოვლ­ისა, ფუნდა­მენტურ, შემდეგ კი გამოყენებით მეცნი­ერე­ბებში. მე­ც­ნიერულ აღმოჩენაში იგულისხმება ის­ე­თი სიახლე, რომე­ლიც ნათელს ჰფენს ბუნების ან ადამიანთა საზო­გა­დო­ების განვი­თა­რე­ბის დღემდე ამო­­უ­ცნობ კანონზომიერებებს და ამით ძირეული ცვლი­ლე­ბე­­ბი შეაქვს სამყაროს შემეცნებაში. Gგამო­გონება კი მეც­ნიერების გან­ვი­თა­რების უკვე მიღწე­უ­ლი დონის ფარ­გლებში დაგროვილ ცოდნაზე დამ­ყა­რებული სიახლეა [ჩიქავა... 2006.].

ეკონომიკურ განვითარებაზე დიდ გავლენას ახ­­დენს ეკონომიკური მეცნიერებასწორედ იგი აძლევს საშუალებას მთავრობას, შეასრულოს ეკონომიკის მესაჭის როლი, აიარაღებს რა მას თეორიული და გამოყენებითი ხასიათის ცოდნით. ეკონომიკური მეცნიერების მიღწევები იძლევა საშუალებას, ამაღლდეს მეწარმეთა და მენეჯერთა კვალიფიკაცია და ა. შ. 

გამოგონებატექნოლოგია და ტექნოლოგიური ცოდნა 

გამოგონება. მეცნიერულ აღმოჩე­ნებ­ზე დაყრდნობით სიახლის (ახალი ტექნიკა, ახალი იდეა, ორგანიზაციის ახალი ფორმები და მეთოდები და ა. შ.) შექმნაა. Bუნებრივია, გამოგონების გარეშე მეცნიერული აღმოჩენის რეალიზაცია ვერ მოხდება, შესაბამისად, ტექნიკურ პროგრესს და ეკონომიკურ განვითარებას ადგილი არ ექნება.

ტექნოლოგია არის ის წესი და საშუალება, რომ­ლ­ის მეშვეობითაც ხდება ამოსავალი მასალებ­ის გარ­და­ქმნა საჭირო საქონლად ან მომ­­სახურებად. უფრო ზუს­ტად, ტექნოლოგია, ეს არის შე­რწყმა კვა­ლი­ფიც­ი­ური ჩვევების, მოწყობილობების, ინფრა­სტრუ­ქ­ტუ­რის, ინსტრუმენტებისა და შესაბამისი ტექ­ნიკური ცო­­­დ­ნის, რათა განხორციელდეს სასურ­ველი გარდა­ქმნები მასა­ლებში, ინფორმაციე­ბსა ან ადა­მიანებში [Мескон… 1992].

ტექნოლოგიური ცოდნა ნიშნავს საქონლისა და მომსა­ხუ­რების საწარმოებლად საუკეთესო ტექნოლო­გი­­ების შერჩე­ვას. იგი იმაზე მეტყველებს, თუ როგორ ერკვევიან ადამია­ნები მსოფლიო ტექნოლოგიურ მიღ­წე­­ვებში.

ტექნოლოგიური პროგრესი ხორცი­ელ­დება ინო­ვა­ც­ი­­ე­­ბის მეშვეობით. ასეთი დიდი ინოვაციები კა­ცობ­რი­ობის ისტორიაში იყო სამრეწველო რევო­ლუცია, სტან­დარტიზაციამექანიზაციაკონვეიე­რული ხაზები. მათი მეშვე­ობით შესაძლებელი გახდა უწყვეტი, მოქ­ნილი საწა­რმოო ტექნოლოგიის სრულ­ყოფა, რასაც მივყა­ვართ მწარმოებლურო­ბის ამაღლე­ბამდე, წარმოების პროცესში ადამიანის როლისა და ფუნქციების შეც­ვლამდე, ქვეყნის საწარმოო შესა­ძლებ­ლო­ბათა ზრდამდე. პროცესების განხორციე­ლე­ბა ავტომატური მოწყობი­ლო­ბების გამოყენების სა­ფუძ­ველზე, თავის მხრივ, ეფუძნება წარმოების ელექტრონიზაციასკომპიუტერიზაციასა და რო­ბო­ტიზაციას. თანამედროვე პირობებში დიდ მნიშვნე­ლო­ბას იძენს ეკოლოგიური უნარჩენო ტექნო­ლო­გიების შექმნა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს მდგრა­დი ეკონომიკური განვითა­რების, “მწვანე”და “წრიული” ეკონომიკის ფორმირების საქმეში.

განსაკუთრებული მნიშვნელობა თანამედროვე ეტაპზე ენიჭება მაღალტექნოლოგიებს(hi-tech).Uუმ­ნიშვნელოვანეს ცვლი­ლებებს იწ­ვევს მათი გამო­ყე­ნება ეკონომიკაში, ცვლის რა მისი განვითარების ტე­ნდენციებს რო­გორც ლოკალური, ისე გლობა­ლუ­რი მასშტაბით. მათ საფუძველზე წარმოების ორგანიზაციის სრულყოფის, საქონლისა და მომსახურების ახალ სახეობათა შექმნის შედეგად, მცირდება ტრანს­აქციუ­რი და ტრანსფორმაციული დანახარჯები, იზრ­დება რესურსების რაციონა­ლური გამოყენების შე­საძ­ლებ­ლო­­­ბები. იცვლება წარმოების ორგანიზაციის ფორ­მები და მეთოდები და, რაც ყველაზე მნიშვნე­ლო­ვა­ნ­ია, ადამიანის ადგილი და როლი როგორც წარმო­ებაში, ისე ყოფა-ცხოვრე­ბაში. იცვლება თვით საზოგა­დოების ორგანიზაციის არსი, ფორმები და მეთოდები.

თანამედროვე ეტაპზე, უმაღლესი ტექნოლოგი­ე­ბის დარგებიდან გამოირჩევა ელექტრონიკა, განსაკუ­თრებით კი მისი ქვედარგი _ მიკროელექტრონიკა. სწორედ ელექტრონიკის განვითარებამ გახადა შესა­ძლე­ბელი, შექმნილიყო გამოთვლითი ტექნიკა, საინ­ფორ­მა­ციო-გამზომი სისტემები, ინტეგრალური სქემე­ბი, ციფრული ინტეგრალური მიკროსქემები, მიკრო­პრო­ცე­სო­რები, რეზისტორები, კონდენსატორები, დი­ო­დები, ტრანზისტორები, რადიო, ტელევიზორი, რო­ბოტები, კომპიუტერი და ა.შ., რომელთა გამოყენების გარეშე თანამედროვე ეტაპზე ვერ იარსებებდა ეკო­ნომიკის ვერც ერთი დარგი და ადამიანთა საქმია­ნო­ბის ვერც ერთი სფერო, რის გარეშეც წარმოუდგე­ნელი იქნებოდა ინფორმაციის მოპოვების, გადამუ­შა­ვების, გადაცემისა და გამოყენების თანამედროვე დონე.

მაღალ ტექნოლოგიებს მიეკუთვნება ასევე ხე­ლოვნური ინტელექტი,ანუ ისეთი მანქანების შექმნა, რომელსაც გააჩნია ცოცხალი ორგანიზმის (მათ შო­რის, ადამიანის) ნიშნები (მსჯელობა, აღქმა, მოძრა­ობა და ა. შ.). დღეისათვის საუბარი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტზე, არამედ “მოაზ­როვნე” მანქანებზე, რომელთაც აქვთ ადა­მიანის ტვინის მსგავსად “მოაზროვნე” მოწყობი­ლობები. საუბარია ხელოვნურ გონზე.

მაღალი ტექნოლოგიების დარგად ითვლება აგ­რეთვე ბიოტექნოლოგია (რომელიც თავისთავად ეფუძნება გენეტიკასმიკრობიოლოგიასმოლეკუ­ლურ და უჯრედულ ბიოლოგიასბიოქიმიასემბრი­ოლოგიას და ..), კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფანანოტექნოლოგიებირობოტოტექ­ნიკატელეკომუნიკაციებისაავიაციო-კოსმოსური ტექნოლოგიებიფოტონიკაატომური ფიზიკა.

ცალკე უნდა გამოიყოს ინფორმაციული და ტელეკომუ­ნი­კა­ციური ტექ­ნო­ლოგიებირამაც განაპირობა ინფორმაციული საზოგადოების ჩამოყალი­ბე­ბ­ა. განსაკუთრებული ყუ­­რადღება ამ პრობლემატიკას მიექცა XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დ. ბელის[Bell... 1976], ე. მასუდას[Masuda... 1988] და სხვათა შრომებში. 

ფიზიკური და ადამიანისეული კაპიტალი 

ფიზიკურ კაპიტალში ყოველ­გვარი პროგ­რე­სული ცვლილება უშ­­უალოდ განაპირობებს ეკო­ნო­მიკურ განვი­თა­რებ­ას, ვინაიდან იგი იწვევს შრომის მწარმოებ­ლუ­რო­ბ­ის ამაღლებას, პროდუქ­ცი­ის ხარისხის გაუმ­ჯო­ბე­სე­ბას, პროდუქციის მასალა- და ენერგოტევადობის შე­­­­მ­­­ცი­რებას, შრომის პირო­ბე­ბ­ის გაუმჯობესებას და ა.შ.

რაოდენობრივი და თვისებრივი ცვლილებები ფი­­­­­­ზიკურ კაპიტალში იწვევს ფიზიკური შრომის და­შ­­­ორე­ბას პროდუქციაზე უშუალო ზე­მ­ო­ქმე­დები­სა­გ­ან. ამდენად, წარმო­ების პრო­­ცესები ადამიანების არა ფიზი­კურ, არამედ უფრო მეტად ინ­­ტე­ლე­ქ­ტუა­ლურ შრომას საჭიროებენ. ასეთი შრომა კი უმთავრე­სად ეფუძნება ცოდნასა და გამოც­დი­ლ­ე­ბ­ას, რომელსაც ადა­მი­ანი სწავლისა და მუშაობის პროცესში იძენს.

პირველად ტერმინი ადამიანისეული კაპიტა­ლი გამო­ი­ყენა ნობელის პრემიის ლაურეატმა თეო­დორ შულცმა[Shultz... 1968] და შემდეგ განავითარა მისმა მიმდ­ევარმა გერი ბეკერმა [Becker... 1964]. ამ პრობლემის დამუშა­ვებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ასევე, ე. დენისონს[Денисон.2006], ს. ფიშერს [Фишер… 2002.], ჯ. კენდრიკს[Кендрик,,. 1976] და სხვ.

ადამიანისეული კაპიტალი არის ის ცოდ­ნა და უნარი, რომელსაც ადამიანი იძენს განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების გზით და იყენებს წარ­მოე­ბის პროცესში. ახალი ეკონომიკა მოითხოვს ადა­მიანისეული კაპი­ტალის უკიდურესად მაღალ ხა­რისხს, რომელიც ორიენ­ტი­რე­ბული უნდა იქნეს უახ­ლეს ტექნიკასა და ტექნოლო­გი­აზე, ინფორ­მა­ციულ-კომპიუტერული სისტემის ფართოდ გამო­ყენე­ბაზე, მო­ქ­ნილ წარმოებაზე, ინოვაციების სის­ტემის დანე­რ­გვაზე.

ჩვენი აზრით, შეიძლება გამოვყოთ ადამიანი­სე­ული კაპიტალის შემდეგი ძირითადი ელემენტი [წერეთელი... აბესაძე... 2004]: 1. ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე2. გო­ნებ­რივი და ფიზიკური უნარი3. ჩვევები(პროფე­სიუ­ლი და ინსტიტუციური). 4. გამოცდილება(პროფესი­ული და ცხოვრებისეული); 5. ცოდნა(პროფესიული და ზოგ­ადი). 6. მოტივაცია და სხვა.

სწორედ ადამიანისეული კაპიტალი წარ­მო­ადგენს უმნიშვნელოვანეს ფაქ­ტო­რს ეკონომიკის გარდაქმნისა და მოდერნიზაციის პრო­ცეს­ში. მაგრამ არ შეიძლება ადამიანისეული კაპიტა­ლის ფორმი­რე­ბისა და სრულყოფის პროცესი მოვ­წ­ყვიტოთ ეკონო­მიკას, მის საწარმოო ძალთა განვი­თარების პროც­ესს. წინააღმდეგ შემთხვევაში მივი­ღებთ ისეთ შედ­ეგს, როცა გვეყოლება ფორმალურად განათლებული ადამიანების დიდი არმია, რომელთაც არ შეეძლებათ თავიანთი ცოდნის პრაქტიკული რე­ალი­ზაცია. ადამიანისეულ კაპიტალში გან­ხორ­ციელებული ინვესტიციები უნდა შეესაბამე­ბოდეს ეკო­ნომიკის განვითარების ინტერესებს.

ეროვნული ადამიანისეული კაპიტალი არის ეროვნული სიმდიდრის შემადგენელი ნაწილი. იგი წარმოადგენს განვითარებადი ქვეყ­ნების ეროვნული სიმდიდრის თითქმის ნახე­ვარს და განვითარებული ქვეყნების 70-80%-ს [Марцинкевич… 1995].იგი იმატებს ქვეყნის ადამი­ანისეული კაპიტალის ხარისხის მატების ან მაღალ­კვალიფიციური კადრების გარედან შემოდინების დროს და იკლებს, როდესაც ადგილი აქვს ქვეყნის ადამიანისეული კაპიტალის ხარისხის კლებას, ქვეყნ­იდან მაღალკვალიფიციური კადრების გადინებას ან  დაბალკვალიფიციური კადრების შემოდინებას.

ადამიანისეული კაპიტალი აღიქმება როგორც და­­დებითი მოცემულობა, მაგრამ იგი შეიძლება იყოს უარყოფითიც. უარყოფითი ადამიანისეული კაპიტა­ლი, ეს არის Aადამიანისეული კაპიტალი, რომელიც შეე­სა­ბამება იმ დანახარჯებს, რომელიც მის შექმნაზე იქნა გაწეული. იგი კიდევ მოითხოვს დამატებით და­ნახარჯებს, რათა გახდეს დადებითი. ასეთი კა­პიტალი განსაკუთრებით დამახასიათე­ბელია ზო­გი­ერ­თი პოსტკომუნისტური ქვე­ყ­ნი­სათვის, სადაც გარ­დაქმნების არასწორად წარმარ­თვამ წარ­მოშვა კრი­მინალური ელემენტები, დაბალი კვა­ლიფიკაციის (მა­ს­­ში ჩადებულ დანახარჯებთან შედარებით) მუ­შა­ხე­ლი, კორუფციონერები, ნარკომა­ნე­ბი, ლოთები, უსაქ­მუ­რე­ბი და სხვ.

ადამიანისეულ კაპიტალში გან­ხორ­ციელებული ინვესტიციები უნდა შეესაბამე­ბოდეს ეკო­ნომიკის განვითარების ინტერესებს. 

ბუნებრივი რესურ­სებიენერგეტიკუ­ლი ფაქტორი 

ეკონომიკურ განვითარებაზე ბუნებრივი რესურ­სების ზეგა­ვ­ლენა გამოიხატება იმაში, რომ: ეკონო­მიკური საქმიანო­ბის დროს ხდება ახალი სახეობის რესურსების ათვისება, რომელთა გამოყენება უდიდეს გავლენას ახდენს ეკონომიკურ განვითარებაზე. წინაისტორიულ ხანას პერიოდებად სწორედ გამოყენებული მასალების მიხედვით ჰყოფენ: ქვის ხანა, ბრინჯაოს ხანა, სპილენძის ხანა, რკინის ხანა.

შეი­ძლე­ბა ითქვას, რომ, თა­ნამედროვე პირობებში, ცალკეული ქვეყნისათვის აღნიშნულ ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელო­ბა არა აქვს, ვინაიდან ეკო­ნომიკის ინტერნაციონალი­ზა­ციის გაძლიერების შედე­გად, ბუნებრივი რესურსებით ღა­რიბი მა­ღა­ლ­ტექნო­ლო­გიური ქვეყნები (მაგალითად, იაპონია, სამ­ხრეთ კო­რეა, სინგაპური და სხვა) წარ­მა­ტებით იყენებენ სხვა ქვეყნების ბუნებრივ რესურ­სებს. მაგრამ სხვა თანაბარ პირო­ბებში ბუნებრივი რე­სურსებით მდიდარი ქვეყანა დამატებით უპირატე­სობებს ფლობს.

ეკო­ნო­მიკური განვი­თა­რება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გამოყე­ნებული ენერგო რესურსების რაოდე­ნობასა და ენერ­გი­ის ახალი სახეობის ათვისებაზე. შეიძლება ითქვ­ას, რომ ენერგიას აქვს გარკვე­ული გარდამქმნელი როლი ადამინის საქმიანობის ნებისმიერ, განსა­კუ­თრე­ბით კი, ეკონო­მიკის სფეროში.

ყველაზე მთავარი არის ის, რომ ენერგია, თვი­სებრივი თვალსაზრისით, ტექნიკური პროგრესის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა, რადგანაც ყოვ­ელი დიდი ნახტომი ტექნიკაში მხოლოდ ენერგიის ახალი სახეობის აღმოჩენისა და მისი გამოყენების შედეგად არის შესაძლებელი. ამას ადასტუ­რებს ტექნიკის განვითარების მთელი ისტორია. მაგალ­ით­ად, ელექტროენერგიის თვისება იონების მოწესრი­გე­ბული მოძრაობისა, იყო საფუძველი ტექნიკის ახალი დარგის _ სამრეწველო ელექტრონიკის გაჩენისა. ყველა ელექ­ტრონული კომპო­ნენტი და სისტემა თა­ნა­მედროვე ტექნიკისა, რადიოტექნიკური მოწყობი­ლო­­ბები, გამოთვლითი მანქანები, სწორედ ამ დარ­გის საფუძველზე წარმოიშვნენ, რამაც შექმნა თვისე­ბრივად ახალი შესაძლებლობები ეკონო­მიკის ტექნი­კური ბაზის გარდაქმნისა. ეკონომიკის სტრუქტუ­რა­ში ღრმა ცვლილებებს იწვევს აგრეთვე ელექტრო­ენ­ერგიის გამო­ყე­ნება ტექნოლოგიურ და მართვის პრო­ცე­სებში, რაც ბევრ სფეროში პრინციპულად ახალ ტექნოლოგიურ მეთოდებზე გადა­სვლას განაპირობ­ებს. 

ინსტიტუციები 

ინსტიტუციონალიზმს საფუძვე­ლი ჩაეყარა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. მისი ფუძემდებელია ამერიკელი ეკო­ნო­მისტი ტ. ვებლენი, ხოლო ყველაზე ცნობილი წარმომად­გენლები: დ. კომონსი, უ. მიტ­ჩე­ლი, მ. ვებერი, ვ. ზომბარტი, დ. გელბრეიტი, გ. მიურ­დალი, რ. კოუზი, ა. ალჩიანი, კ. ეროუ, დ. ბიუ­კე­ნენი, დ. ნორტი, ტ. სტიგ­ლი­ცი, ო. იული­ამსონი და სხვ.

ინსტიტუციების გავლენა ეკონომიკურ განვი­თა­რებაზე ძლიერ დიდია, ვინაიდან ინსტიტუციები განსაზღვრავენ ბიზნესის “თამაშის წესებს”, სა­ბაზ­რო სისტემის მოდელს და ინფრასტრუქტურას, სა­ხელმწიფო რეგულირების ხასიათსა და ხარისხს, კორუფციის, ნეპოტიზმის, ეტატიზმის დონეს და ა.შ.

როგორც ცნობილია, ერთმანეთისაგან განას­ხვა­ვე­ბენ ფორმალურ და არაფორმალურ ინსტიტუ­ც­იებს.

შესაძლებელია ფორმალური ინსტიტუცია გა­და­­ვიდეს არაფორმალურში და პირიქით. ის ფორმა­ლური ინსტიტუცია, რომელიც მიღებულია არაფორ­მალურისაგან, ადამიანის ბუნებას ყველაზე მეტად შეესაბამება.

ცხადია, მთელი არაფორმალური ინსტიტუ­ცი­ის ასახვა ფორმალურში შეუძლებელია და არც არის  აუცილებელი. მაგრამ, რაც უფრო მეტი არა­ფორ­მალური ინსტიტუცია მოხვდება ფორმალურში, მით უფრო ბუნებრივი იქნება იგი და მით უფრო შესა­ბა­მისი ეკონომიკური განვითარების ინტერე­სებთან.

როდესაც ფორმალური ინსტიტუციები არას­რულ­ყოფილია, იგი ხელს უწყობს უარყოფითი არა­ფორმალური ინსტიტუციების წარმოშობას და არ­სებულის გააქტიურებას, რაც ძლიერ აფერხებს ეკო­ნომიკურ განვითარებას. საერთოდ, აბსოლუტურად სრულყოფილი ფორმალური ინსტიტუციების შექმნა შეუძლებელია, ამიტომ ჩრდილოვანი სექტორი ნების­მიერ ქვეყანაში წარმოიშობა, ცხადია, სხვადა­სხვა მასშტაბით. როდესაც ერთი ეკონომიკური წყობა მეორეთი იცვლება, მაშინ ინსტიტუციები განიცდიან ნგრევას, განსაკუთრებით ფორმალური ინსტიტუ­ცი­ები. ახალი ინსტიტუციების შექმნა კი საკმაოდ რთუ­ლი პროცესია. ეს სირთულეები  ხშირად გამოწ­ვეუ­ლია ახლის უცოდინრობით ან შეგნებულად დაშ­ვე­ბული შეცდომებით. რაც უფრო სწრაფად განხორ­ცი­ე­ლდება პროგრესული ცვლილე­ბები როგორც ფორ­მალურ, ისე არაფორმალურ ინსტი­ტუციებში, მით უფ­რო სწრაფად შეიქმნება შესა­ბამისი პირო­ბები ეკ­ო­ნომიკური განვითარებისათვის. 

მეწარმეობა 

ეკონომიკურ განვითარებას პირველი დიდი გა­მ­ო­კ­ვლე­ვა გამო­ჩენილმა მეცნიერმა ჯოზეფ შუმპე­ტერ­­მა მიუძღვნა თავის წიგნში “Theorie der wirtschaftlichen Entwicklung” [Шумпетер... 2007]. იგი ეკონომიკური განვითა­რების ძირითად ფაქტორებად მეწარმეობასა და ინოვა­ცი­ურ სა­ქ­მიანობას მიიჩნევს. ამ მოსაზრე­ბებ­ზე დაყრდნობით იქნა მეწარმეობა აღიარებული წარმოე­ბის მეოთხე ფაქტორად, მოგება კი მეწარმის და არა კაპიტალის შემოსავლად, როგ­ორც ეს ითვლებოდა ჟ. ბ. სეის სამფაქტორიან მოდელში.

შუმპე­ტერი განიხილავს 5 ახალ კომბინაციას, რომელსაც მეწარმე უნდა ახორციე­ლე­ბდეს. ეს კომ­ბინაციებია: 1. მომხმა­რებ­ლი­სათვის ჯერ კიდევ უც­ნობი სიმდიდრის დამზადება ან რომე­ლიმე ახალი ხარისხის მქონე სიკეთის შექმნა; 2. წარმოების ახა­ლი, ჯერ კიდევ უცნობი მეთოდის დანერგვა; 3. გასაღების ახალი ბაზრების ათვისება, მიუხედავად იმისა, არსებობდა თუ არა ასეთი ბაზრები; 4. ნედ­ლეულის ან ნახევარფაბრიკატების ახა­ლი წყ­არო­ების ათვისება, დამოუკიდებლად იმისა, არსებობდა ის მანამდე, თუ არა; 5. შესაბამისი რეორგანიზაციის განხორციე­ლე­ბა.

შუმპეტერი მეწარმეებს უწოდებს იმ სამეურნეო სუბიექ­ტ­ებს, რომელთა ფუნქციაა ახალი კომბინა­ცი­ე­ბის განხორციელება. იგი აღნიშნავს, რომ ყველა დამოუკიდებელი სამეურნეო სუბიექტი არ არის მე­წარმე, რომელიც საქმიანობს თავისი რისკითა და პა­სუხისმგებლობით, რომ საკუთრების უფლება სა­წარ­მოს ან ნები­სმიერ სხვა ქონებაზე არ წარ­მო­ად­გენს არსებით ნიშანს მე­წარმეობისათვის, რომ არა მხოლოდ გლეხები და ხელოსნები, რომ­ელთაც ზოგ­ჯერ მიაკუთვნებენ მეწარმეებს, არამედ მრეწვე­ლები, ფაბრიკანტები, კომერსანტები, რომლებიც მუდ­მივად ხვდე­ბიან ამ ჯგუფში, სრულებითაც არ არიან მე­წარ­მეები ყოველთვის. ამასთან, მეწარმე აუცილებ­ლად უნდა იღებდეს მოგებას.

დღეისათვის, როგორც სამეცნიერო ლიტერა­ტუ­რაში, ისე პრაქტიკაში, მეწარ­მეობა არაერთ­გვა­როვ­ნად აღიქმება. ერთი ნაწი­ლის მოსაზრება ემთხვევა ი. შუმ­პეტერის მოსაზრებას, დანარჩენს კი მიაჩნია, რომ ნებისმიერი სამეურნეო საქმიანობა არის მეწარ­მეობა.

ბუნებრივია, მეწარმეობა, გაგებული როგორც ნო­­ვატო­რუ­ლი სამეურნეო საქმიანობის სახეობა, მარ­თ­­ლაც არის ეკონო­მი­კური განვითარების ერთ-ერთი (მრავალი სხვა ფაქტორიდან) მნი­შ­ვნელოვანი ფაქ­ტ­ორი, ვინაიდან იგი ხელს უწყობს დადებითი თვი­ს­ე­ბ­რივი ცვლილებების განხორციელებას ეკონო­მიკაში. ამ დებუ­­ლებას, როგორც თეორია­ში, ისე პრაქ­ტი­კაში, მოწინა­აღ­მდეგე არ ჰყავს.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეწარმეობ­რივი უნარი უკვე საყოველთაოდ აღიარებულია წარმოე­ბის ფაქტორად, ხოლო მეწარ­მეობა ეკონომიკური განვი­თარების ერთ-ერთ ფაქტორად, შეი­ძლება დავა­სკვნათ, რომ საქ­მი­ან­ობა, რომელიც დაკავში­რებულია არა წარმოების მუდ­მივ განმეორებად პროცესებთან, არამედ წარ­მოებაში ინო­ვაციების განხორციელე­ბას­თან, აუცი­ლებ­ლად ცა­ლ­კე უნდა გამოიყოს.

ასეთ შემთხვევაში, ზოგადად, ინოვაციური და არაინოვა­ციური საქმიანობის აღსანიშნავად შესაძ­ლე­ბე­ლია გამოვიყენოთ ტერმინი ჴ "სამეურნეო საქ­მიანობა".

მაშასადამე, მეწარმეობა (როგ­ორც ამას მეცნიერ­თა და პრაქ­ტიკოსთა არცთუ მცირე ნაწილი მიიჩნევს) გაგებული უნდა იქნეს, როგორც სამეურნეო საქ­მია­ნობის გან­საკუთრებული სახე, რომ­ლის დროსაც ად­გი­­ლი აქვს ინოვაციების ("ახალი კო­მ­ბინა­ციების") გა­ნხორ­ცი­ელ­­­ებას და რო­მელიც იძლევა მოგებას. მეწ­არმე კი არის ეკონო­მიკური სუბიექტი, რომელიც ეწევა მეწარმეობას, ანუ ფლობს მეწარ­მე­ო­ბრივ უნარს. ამასთან, ვინაიდან ი. შუმპეტერის შემდეგ ეკონო­მი­კუ­რმა თეორიამ და პრა­ქ­ტიკამ დიდი ცვლი­ლე­ბები განი­ცადა, მის "ახალ კომბინაციებს" უნდა დაე­მა­ტოს შემ­დეგი კომ­ბი­ნა­ციები: 6. ინსტიტუციების სრულ­­ყოფა; 7. ადა­მიანი­სეული კაპი­ტა­ლის სრულყოფა; 8. მაღალი ტექნოლოგიების შექმნა (ან ათვისება); 9. ინფორ­მა­ციის სრულყოფა. მაგრამ, მეწარ­მეობის ასეთი გა­გება არ არის თანხ­ვე­დრაში პრაქტიკასთან. მაგა­ლითად, სა­ქართველოს კანონში მეწარ­მეთა შესახებ მეწარმეობა განი­მარტება, როგ­ორც "სამეურნეო საქ­მიანობის ნები­ს­­მიერი სახე, რომ­ელიც არ იკრძალება კანონით". Mმა­შასადამე, ინოვა­ციური და არაინო­ვა­ციური საქმიანობა _ ორივე მეწა­რ­მეობად გაიგება.

ამ შეუსაბამობის გადაჭრა შესაძლებელია იმით, რომ მეწარმეობა ვაღიაროთ როგ­ორც ინოვაციური სა­მეურნეო საქმიანობა, ხოლო მეწარმეთა შესახებ კა­ნონის ნაც­ვლად მი­ღებულ იქნეს კანონი "სამე­ურ­ნეო საქმიანობის შესა­ხებ", სადაც, მეწარმის ნაცვ­ლად გამოყენებული იქნება ტერმინი "მეურ­ნე".

საბოლოოდ, შეიძლება დავასკვნათ, რომ: მეწარ­მე­ობა შეიძლება განვიხილოთ, რო­გორც სამეურ­ნეო საქმიანობის განსაკუთრებული სა­ხეობა, რომელიც აუ­ცილებ­ლად დაკავშირებულია წაროებაში სიახლე­ებ­­ის (ინოვაციების) გან­ხორ­ციე­ლებასთან. ამიტომ “მე­­წარმეობის” ცნება უნდა განვასხვაოთ ცნებისაგან “ბიზნესი”, ვინაიდან ბიზნესი შეიძლება იყოს ინო­ვაციურიცა და არაინოვაციურიც. ასევე “მეწარმის” ცნება უნდა განვასხვაოთ ცნებებისაგან ჴ “ბიზნე­ს­მე­ნი” და “მენეჯერი”. ყველა ბიზნესმენი ვერ ფლობს მეწარმის თვისებებს, შექ­მ­ნას ახალი საწარმო, დანე­რგოს ახალი ტექნო­ლო­გიები და ორგანიზაციის ახა­ლი ფორმები, აითვისოს ბაზრის ახალი სეგმენტი, გა­ს­წიოს რისკი, მოახ­დი­ნოს რეაქცია ფინანსურ შე­საძლებლობებზე, მუშაობ­დეს დიდხანს და თავდა­დებით. ასევე შესაძლებელია მეწარმე არ ფლობდეს მენეჯერის ორგანიზაციის მართვის ისეთ უნარებს, როგორიცაა: დაგეგმვა, ორგანი­ზა­ცია, მოტ­ი­ვაცია და კონტროლი და პირიქით, მენეჯერი ვერ ფლო­ბდეს მეწარმის თვისებებს.

უმნიშვნელოვანესი როლი განეკუთვნება ეკონო­მი­კური განვითარებისათვის მცირე მეწარ­მე­­ბას. მცირე ბიზნესი, როგორც ტერმინი, წარმო­დგე­ბა არა იქიდან, რომ იგი ქვეყნის მასშტაბით პრო­დ­უ­ქ­ციის მცირე რაოდენობას ქმნის, არამედ იქიდან, რომ მის ორგანიზაციულ ფორმას წარმოადგენს მცირე საწარ­მო. მის დიდ როლზე, უპირველეს ყოვლისა, მეტყვე­ლ­­ებს ის, რომ დღეისათვის მსოფლიოს განვი­თა­რე­ბულ ქვეყნებში მასზე მოდის მთლიანად წარ­მოე­ბუ­ლი პროდუქციის თითქმის ნახევარი.

ეკონომიკურ განვითარებაზე გავლენის თვალ­საზ­­რისით მცირე ბიზნესის უპირატესობა მდგო­მა­რე­ობს იმაში, რომ იგი არის სიღარიბისა და უმუ­შევრობის აღმოფხვრის და, აქედან გამომდინარე, მაკროეკონომიკური და სოციალური წონასწორობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი; უნარიანი მეწარმეების გამოვლენის, მეწარმე­თა ფართო ფენის ჩამოყალი­ბე­ბ­ი­სა და მეწარმეობის გან­ვითარების მძლავრი საშუა­ლე­ბა; იგი ხელს უწყობს კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას და არის საშუალო ფენის ფორ­მი­რებ­ის საფუძველი. მცირე მეწარმეობა ასევე აღია­რე­ბუ­ლია, როგორც ინოვაციების დანერგვის მძლავრი საშუალება. 

ინოვაცია 

ინოვაციის მთავარი არ­სი მდგო­მარეობს განახლებაში, უფრო პროგრე­სუ­ლ­ის დანერგვაში, რაც ეკონომიკურ განვითარებას განაპირობებს. ეკო­ნ­ო­მი­კაში ტერმინი ინოვაცია პირველად ავსტრიელმა ეკო­ნომისტმა ჯოზ­ეფ შუმპეტერმა შემოიტანა, მან ინოვაციე­ბის განხორციელება მეწარმის საქმიანობას დაუკავ­ში­­რა.

ინოვაციების თეორიის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია  ნ. კონდრატიევის; ერჰარდ მენშის [Mensch... 1979]; ს. კუზნეცის [.Kuznets... 1930]; კ. პ. სოროკინის [Сорокин... 2000]; ჯონ ბერნალის [Бернал... 1956]; ბ. ტვისის [Твисс... 1989];  ა. ანჩიშკინის; კ. ვიკსელის [Большая… 2008]; ჯ. ლარნერის; ს. შტერნის; ა. გამბარელას; ა. არორას; კ. მაკონელის; ლ. ბრიუს; მ. გიარატანის; ა. პაგანოს; მ. ტოდაროს; ბ. კუზიკის; ი. იაკოვეცის [მაგ. Arora..., Gambarella... 2005; Анчишкин... 1986; Макконнелл.., Брю... 1992; Кузык..., Яковец... 2004] და სხვათა მოსაზრე­ბები.

ინოვაცია არ არის რაღაც დამოუკიდებელი ქმედება. მის განხორციელებას ემსახურება საბაზრო მექანიზმი და სახელმწიფოს ინოვაციური პოლიტიკა, ქვეყანაში არსებული მთელი ინოვაციური სისტემა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ინოვაციები მეცნიერთა, გამომგონებელთა, მეწარმეთა, ნოვატორთა, სახელმწიფო მოხელეთა დაუღალავი შრომის შედეგია.

შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური განვითა­რების პროცესი, ეს არის ინოვაციათა განხორ­ციე­ლე­ბ­ის პროცესი, როგორც ფიზი­კურ კაპიტალში, ასევე წარ­მოების ორგანიზაციის ფორ­მებ­ში, ადა­მია­ნი­სეულ კაპიტალში, ტექნოლო­გიებ­ში, ინსტი­ტუ­ცი­ებ­ში, ადამიანთა ცოდ­ნა­ში, უნარ-ჩვევებში, ტრადი­ციებ­ში, სამარ­თლებ­რივ და კულ­ტურულ ნორმებში და ა.შ.

ინოვაციებს ადგილი აქვს ნებისმიერი წყობილე­ბის დროს, მაგრამ იგი განსა­კუთრებულ მნიშვნე­ლო­ბას იძენს გარკვეულ ეტაპზე, როდესაც ინოვაციები ღებულობენ უწყვეტ ხასიათს და ხდებიან განვი­თა­რ­ების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ეს პროცე­სები მსოფლიოში დაიწყო გა­სული საუკუნის 70-იანი წლებიდან და განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში. ამიტომაა, რომ ამ ქვეყნების ეკონომიკას  ინოვაციურ ეკონომი­კას უწოდებენ.

ინოვაციური ეკონომიკა ეფუძნება ცოდნას, ინო­ვაციების ნაკადს, ტექნოლოგიების, ინფორმაციის, ინსტიტუცი­ებ­ის, ადამიანისეული კაპიტალის, წარმო­ების ორგა­ნიზაციის, პროდუქციისა და ა.შ. გამუდ­მებულ სრულ­­ყოფას, მეცნიერთა და ნოვატორთა ინ­ტელექტუალურ შრომას და არა უბრალოდ კაპი­ტალს. მეცნიერება, გამოგონება, ინოვაცია ასეთ ეკო­ნომიკაში განვითარების ერთიან ორგანულ ფაქტორს წარმოადგენს. 

სახელმწიფოროგორც ეკონომიკის მესაჭე 

ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია ეკონომიკის ეფექტიანი სახელმწიფო რეგულირება. ზემოთ მოტანილ ფაქტორთა სწორი შეხამება სწორედ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, ასეთ შემთხვევაში თავიდან იქნება აცილებული ეკონომიკური რეგრესი და უარყოფით ფაქტორთა (მაგ. უმუშევრობა, სიღარიბე და სხვ.) გავლენა ეკონომიკაზე, რასაკვირველია, მეცნიერებთან და ბიზნესმენებთან ერთად. ჩვენ აქ არ შევეხებით სახელმწიფოს ცნობილ ეკო­ნომიკურ ფუნქციებს.

განვითა­რ­ე­ბა­ზე ორიენტირებული ეკონომიკური სისტემის ჩა­მო­ყალიბება და შენარჩუნება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია გამართული სამეურნეო სისტემის შექმნაზე, რომელიც ეფუძნება საბაზრო მექანიზმს. ასეთი სამეურნეო სისტემის შესაქმ­ნელად სახელ­მ­წი­ფომ უნდა უზრუნველყოს: მეწარმეობის თავისუ­ფლე­ბა; კერძო საკუთრების დომინირება და მისი ხელ­შეუხებლობა; ბიზნესის გადაქცევა შემოქმედე­ბი­თი სა­ქმიანობის სფეროდ; ჯანსაღი ფინანსების არ­სებ­ობა; განათლებისა და მეცნიერების განვითარება; სახელმწიფო და კერ­ძო სექტორში არსებული სამეცნიერო-ტექნო­ლო­გიური პოტენცია­ლ­­­ის კოორდინირება; მთავრობას, მეცნიერებასა და ბიზნესს შორის მჭიდრო კავშირი; სახელმწი­ფოს მარეგულირე­ბ­ელი ინსტრუმენტებიდან უპირა­ტესობა უნდა მიენი­ჭოს ინოვაციურ ინსტრუმენტებს. საშინაო პოლიტიკის განხორ­ციელე­ბი­სას სახ­ელ­მ­წიფოს საქმიანობა მიმართული უნდა იყოს ზნე­ო­­ბრივი საზოგადოების ჩამოყალი­ბების, კულტუ­რის, ხელოვნებისა და სპორტის განვითარებისა და კრიმინოგენური სიტუაციის სულ უფრო გაუმჯო­ბე­სე­ბის, სასამართლო ხელისუფ­ლებისა და სამო­ქალაქო საზოგადოების გაძლიერე­ბისაკენ. საგარეო სფეროში სახელმწიფომ თავიდან უნდა აიშოროს სამხედრო კონფლიქტები, განახორ­ციელოს სამშვიდ­ო­ბო პოლიტიკა, უზრუნველყოს გლობალიზაციის  და­დებითი შედეგების გამოყენება და უარყოფით შე­დეგთა თავიდან აცილება. ყოველივე ამისა სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების სტრატრგია და 5 ან 7 წლიანი სამოქმედო გეგმები, რომლებშიც უნდა განისაზღვროს შესაბამისი პერიოდის პრიორიტეტული მიმართულებები.

სახელმწიფომ უნდა განახორციე­ლოს ეროვნუ­ლი წარმოების ხელშემ­წყ­ობი პოლი­ტი­კა, რის შედე­გა­დაც სამამულო პრო­დუქცია კონკურ­ენტ­უნა­რიანი გა­ხდება იაფ, მაგრამ და­ბალხარისხოვან იმპორტულ საქო­ნელ­თან შედარე­ბით. სახელმწიფოს სწორმა პო­ლი­ტიკამ უნდა უზრუნ­ველ­ყოს საბაზრო პრინციპ­ე­ბის დამკვიდრება პრაქტიკაში, მოახდინოს პატერნა­ლ­ი­­­ზ­მის, ეტა­ტიზმინეპოტიზმის, კორუფ­ციისა და ნებისმიერი სხვა უარყოფითი გამოვ­ლინების აღმოფ­ხ­ვრა.

ეკონომიკაში რეგრესული პროცესების წარმო­შობის შესაფასებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დეტერმინანთა სისტემა, რომელიც უნდა შეე­საბამებოდეს მის წარმომშობ წყაროებს. მაგალი­თად, ინსტიტუციური რეგრესის გამოსავლენად უნდა დად­გინდეს ნაკლოვანებები ინსტიტუციებში და ა.შ.

მაშასადამე, განვითარებაზე ორიენტირებული ანუ ინოვაციური ეკონომიკის ასაშენებლად  აუცილებელია ეკონომიკის აქტიური გაძღოლა ანუ სახელმწიფომ უნდა შეასრულოს ეკო­ნო­მიკის “მესაჭის” როლი. 

დასკვნები 

  1. ეკონომიკის ინოვაციური განვითარებისათვის აუცილებელია ფაქტორთა ერთობლიობა, რომელთა საფუძველზე მიიღწევა პროგრესული თვისებრივი ცვლილებები, ანუ ადგილი ექნება ეკონომიკურ განვითარებას. ინოვაციური პროცესი იწყება განათლებისა და მეცნიერების განვითარებით, მეცნიერება იძლევა ახალ ცოდნას, რომლის საფუძველზე გამოგონების მეშვეობით იქმნება ახალი ტექნოლოგიები და ფიზიკური კაპიტალი, საბოლოოდ კი მეწარმე მას აქცევს ინოვაციად. თანამედროვე პირობებში აღნიშნულ პროცესში დიდ როლს თამაშობს ადამიანისეული კაპიტალი, ასევე ინსტიტუციები. რასაკვირველია, ინოვაციური ჯაჭვი ვერ შეიკვრება ბუნებრივი და ენერგეტიკული რესურსების გარეშე. შახელმწიფო, როგორც ეკონომიკის მესაჭე, წარმართავს და კალაპოტს აძლევს მთელ ამ პროცესს;
  2. ეკონომიკაზე მოქმედ ფაქტორთა რაოდენობა საბაზრო ეკონომიკის პირობებში მრავალია, როგორც ეკონომიკური, ისე არაეკონომიკური ხასიათის. მათგან უმთავრესია ისეთი ფუძემდებლური ფაქტორები, როგორიცაა: განათლება და მეცნიერება; გამოგონება, ტექნოლოგია და ტექნოლოგიური ცოდნა; ფიზიკური კაპიტალი; ადამიანისეული კაპიტალი; ბუნებრივი რესურსები; ენერგეტიკული  ფაქტორი; ინსტიტუციები; მეწარმეობა; ინოვაცია.
  3. განა­თ­ლე­ბა ეკონომი­­კაზე გავ­ლენას ახდ­ენს, როგორც მეცნიერების გან­ვითარების წინაპირობა და სამუშაო ძალის მწარ­მოებლუ­რობის ამა­ღ­ლე­ბის უმთავრესი სა­შუალება;
  4. ტექნოლოგია არის ის წესი და საშუალება, რომ­ლ­ის მეშვეობითაც ხდება ამოსავალი მასალებ­ის გარ­და­ქმნა საჭირო საქონლად ან მომ­­სახურებად. ტექნოლოგიური ცოდნა კი ნიშნავს საქონლისა და მომსა­ხუ­რების საწარმოებლად საუკეთესო ტექნოლო­გი­­ების შერჩე­ვას;
  5. ეკონომიკურ განვითარებაზე ბუნებრივი რესურ­სების ზეგა­ვ­ლენა გამოიხატება იმაში, რომ: ეკონო­მიკური საქმიანო­ბის დროს ხდება ახალი სახეობის რესურსების ათვისება, რომელთა გამოყენება უდიდეს გავლენას ახდენს ეკონომიკურ განვითარებაზე. წინაისტორიულ ხანას პერიოდებად სწორედ გამოყენებული მასალების მიხედვით ჰყოფენ: ქვის ხანა, ბრინჯაოს ხანა, სპილენძის ხანა, რკინის ხანა.
  6. თანამედროვე ეკონომიკა მოითხოვს ადა­მიანისეული კაპი­ტალის უკიდურესად მაღალ ხა­რისხს, რომელიც ორიენ­ტი­რე­ბული უნდა იქნეს უახ­ლეს ტექნიკასა და ტექნოლო­გი­აზე, ინფორ­მა­ციულ-კომპიუტერული სისტემის ფართოდ გამო­ყენე­ბაზე, მო­ქ­ნილ წარმოებაზე, ინოვაციური სის­ტემის დანე­რ­გვაზე.
  7. გამოგონება მეცნიერულ აღმოჩე­ნებ­ზე დაყრდნობით სიახლის (ახალი ტექნიკა, ახალი იდეა, ორგანიზაციის ახალი ფორმები და მეთოდები და ა. შ.) შექმნაა.
  8. ინოვაციის მთავარი არ­სი მდგო­მარეობს განახლებაში, წარმოებაში უფრო პროგრე­სუ­ლ­ის დანერგვაში, რაც ეკონომიკურ განვითარებას განაპირობებს;
  9. მეწარმეობა წარმოადგენს ნო­­ვატო­რუ­ლი სამეურნეო საქმიანობის სახეობას, რომ­ლის დროსაც ად­გი­­ლი აქვს ინოვაციების დანერგვას;
  10. შეი­ძლე­ბა ითქვას, რომ თა­ნამედროვე პირობებში ცალკეული ქვეყნისათვის აღნიშნულ ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელო­ბა არა აქვს, ვინაიდან ეკო­ნომიკის ინტერნაციონალი­ზა­ციის გაძლიერების შედე­გად, ბუნებრივი რესურსებით ღა­რიბი მა­ღა­ლ­ტექნო­ლო­გიური ქვეყნები (მაგალითად, იაპონია, სამ­ხრეთ კო­რეა, სინგაპური და სხვა) წარ­მა­ტებით იყენებენ სხვა ქვეყნების ბუნებრივ რესურ­სებს. მაგრამ სხვა თანაბარ პირო­ბებში ბუნებრივი რე­სურსებით მდიდარი ქვეყანა დამატებით უპირატე­სობებს ფლობს.
  11. ფიზიკურ კაპიტალში ყოველ­გვარი პროგ­რე­სული ცვლილება უშ­­უალოდ განაპირობებს ეკო­ნო­მიკურ განვი­თა­რებ­ას, ვინაიდან იგი იწვევს შრომის მწარმოებ­ლუ­რო­ბ­ის ამაღლებას, პროდუქ­ცი­ის ხარისხის გაუმ­ჯო­ბე­სე­ბას, პროდუქციის მასალა- და ენერგოტევადობის შე­­­­მ­­­ცი­რებას, შრომის პირო­ბე­ბ­ის გაუმჯობესებას და ა.შ.
  12. ენერგია, თვი­სებრივი თვალსაზრისით, ტექნიკური პროგრესის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა, რადგანაც ყოვ­ელი დიდი ნახტომი ტექნიკაში მხოლოდ ენერგიის ახალი სახეობის აღმოჩენისა და მისი გამოყენების შედეგად არის შესაძლებელი;
  13. ინსტიტუციების გავლენა ეკონომიკურ განვი­თა­რებაზე ძლიერ დიდია, ვინაიდან ინსტიტუციები განსაზღვრავენ ბიზნესის “თამაშის წესებს”, სა­ბაზ­რო სისტემის მოდელს და ინფრასტრუქტურას, სა­ხელმწიფო რეგულირების ხასიათსა და ხარისხს, კორუფციის, ნეპოტიზმის, ეტატიზმის დონეს და ა.შ.;
  14. ეკონომიკური განვითარებას სისწრაფე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად და ეფექტიანად იქნება აღნიშნული ფაქტორები გამოყენებული. Aაქ კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება მთავრობას. სწორედ მან, საბაზრო მექანიზმის გამოყენებით, უნდა უზრუნველყოს ამ ფაქტორთა სინერგიული შეხამება, ნეგატიურ ფაქტორთა თავიდან აცილებასთან ერთად, ანუ შეასრულოს ეკონომიკის “მესაჭის” როლი. 

ლიტერატურა 

  1.   აბესაძე რ. 2014. ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური რეგრესი. თბილისი, “თსუ პაატა გუ­­­გუ­შვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა”
  2.   ჩიქავა ლ. 2006. ინოვაციური ეკონომიკა. თბ.,“სიახ­ლე”.
  3.   წერეთელი გ., აბესაძე რ. 2004. ადამიანისეული კაპიტა­ლის ფორმირებისა და გამოყენების პრობ­ლე­მები საქართველოში. ჟ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის “მაცნე”. ეკონომიკის სერია. # 3-4.
  4. Abesadze R. Problems of economic development and economic growth in Georgia“. EKONOMISTI”, 2019, № 3
  5. Arora A. and Gambardella A. 2005. “ Bridging  the Gap”. In A. Aurora and A. Gambardella, eds., From Underdogs to Tigers: The Rise and Growth of the Software Industry in Some Emerging Economies. Oxford, UK: Oxford University Press.
  6. Becker Gary S. 1964. Human Capital: A Theoretical and Empirical Analysis, with Special Reference to Education. Chicago, University of Chicago Press.
  7. Bell D. 1976. The social framework of the information society. In M. Dertouzas & J. Moses (Eds), Cambridge: MIT Press,.
  8. Capital formation by education. Journal of political economy. 1960, Chicago, Ill : Univ. Press, ISSN 0022-3808, ZDB-ID 30260. - Vol. 68. p. 571-583
  9. Kuznets S. 1930.Secular Movements in Production and Prices. Their Nature and their Bearing upon Cyclical Fluctuations. Boston: Houghton Mifflin
  10. Masuda Y. 1988.The information society as post industrial society. Washington, DC: The Worrld Future Society.
  11. Mensch G. 1979.Stalemate in Technology- Innovations Overcame  the  Depression – New York: Ballinger Publishing Company.
  12. Schults T. W. 1963.The Economic Value of Education. New York, Columbia,;
  13. Shultz T. W. 1968. Human Capital in the International Encyclopedia of the Social Sciences. — N.Y., , vol. 6
  14. Анчишкин А.И. 1986. Наука-Техника-Экономика. М.: Экономика.
  15. Бернал Дж. 1956..Наука в истории общества. М.: ИЛ
  16. Большая экономическая энциклопедия. 2008.М., Эксмо,.
  17. Денисон Э.2006. «Анализ экономического роста США с 1929 по 1969» (Accounting for United States Economic Growth, 1929-69; 1974).
  18. Кендрик Дж. 1976. Совокупный капитал США и его функционирование. — М.: Прогресс.
  19. Кузык Б.Н., Яковец Ю.В. 2004.Россия – 2050: стратегия инновационного прорыва. – М.: ЗАО «Издательство Экономика»,
  20. МаршаллА. 1983. Принципыполитическойэкономии, т. 1, М., «Прогресс».
  21. Марцинкевич В., Соболева И. 1995. Экономика человека. М.Жаспект пресс.
  22. Мескон М.Х., Альберт М., Хедоури Ф. 1992.Менеджмент. М., «Дело».
  23. Макконнелл К. Р., Брю С. Л. 1992 Экономикс. М., «Республика»,
  24. Сорокин П. С. 2000. Социальная и культурная динамика.
  25. Твисс Б. 1989. Управление научно-техническими нововведениями. М.: Экономика.
  26. Фишер С., Дорнбуш Р., Шмалензи Р. Эконо­мика. М., «Дело», 1997.
  27. Фишер С., Дорнбуш Р., Шмалензи Р. 2002. Эконо­мическая теория. — М., Юнити.
  28. Шумпетер Й. 2007. Теория экономического развития. М. "Эксмо".
  29. Яковец Ю.В. 2004. Эпохальные инновации XXI века. – М: «Экономика».